საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 ოქტომბერს ღირსი ონოფრე გარეჯელის, ღირსი კვირიაკე განდეგილის, მოწამეთა: დადას, გავედაის და კაზდოიას, ღირსი თეოფანე მოწყალის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. ღირსი ონოფრე გარეჯელი, საკვირველთმოქმედი წმიდა ონოფრე გარეჯელი (ერისკაკობაში ოთარ მაჭუტაძე), ქართლელი აზნაური იყო. მდიდარი და სახელგანთქმული დიდებული საოცარი…
შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, – ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დავით გარეჯის საკითხს. საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკლესიის პოზიცია სინოდის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი. ,,ეკლესიის პოზიციას…
არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ გარეჯის მონასტერს! – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა. მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ გარეჯის უდაბნო ქართველების საკუთრებაა. „პრინციპულად არ ვეთანხმები ასეთ დამოკიდებულებას, რასაც დღეს ვხედავთ. დავით გარეჯის უდაბნო იყო ყოველთვის საქართველო, ყოველთვის ქართული მონასტერი იყო და ეს მიწა ყოველთვის ქართული მიწა იყო. მცდელობა…
გარეჯს რომ ვინმე აბრუნებდეს, იმის მხარეს დავდგებოდი, აფხაზეთს რომ გვიბრუნებდნენ, დავდგებოდი მის მხარეს, მაგრამ მე თუ დღეს რაღაც აზრი მაქვს, რუკის გამო არსად არ დავდგები, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ქვეყანაში რაიმე ხდება, პოლიტიკური ძალები და ტელევიზიები ყველაფერს არჩევნებს უკავშირებენ. მეუფე იაკობი ამბობს, რომ სასიხარულოა რუკის პოვნა, რომლითაც…
წმინდა სინოდის წევრები ბოლო პერიოდში დავით გარეჯის სკითხზე განვიატრებულ მოვლენებს ეხმაურებაინ. მათ დღეს ჟურნალისტებთან საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს განცხადებით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დავით გარეჯის საქმე ახალ ეტაპზე გადავიდა. მან ჟურნალისტებთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე ვრცლად საუბრისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ იმედოვნებს, დავით გარეჯის ორი მონასტერი – ჩიჩხიტური და…
დღევანდელი სამყარო ავად არის იმით, რომ უფრო საკუთარ ძალებს ეყრდნობიან ადამიანები, ვიდრე ღვთის წყალობას და ღვთის შეწევნას, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ჩვენ ხშირად მივმართავთ ღმერთს, გვინდა რომ გვიპასუხოს, რელიგიური, ღრმა განცდები გვქონდეს, მაგრამ გვავიწყდება, რომ დღითიდღე…
მართლმადიდებელი ეკლესია11 ოქტომბერს ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულს ზეიმობს და აღნიშნავს ღირს ხარიტონ აღმსარებელის, ბარუქის, მოწამეთა: ალექსანდრეს, ალფესის, ზოსიმეს, მარკოზ მწყემსის, ნიკონის, ნეონის და სხვათა ხსენების დღეს. ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – პალიასტომისა პალიასტომის ღვთისმშობელი ქართული ხატია, რომელზედაც დედა ღვთისა გამოსახულია ყრმით, ხატი ფერწერულია და შეჭედილია ვერცხლით. იგი შემკულია 123 თვალით და მარგალიტით,…
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სამღვდელოება ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიმართ ცილისმწამებლური კამპანიისა და მის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვების შესახებ იუწყება, რომელშიც „ქართული ოცნებაის“ წევრია ჩართული. განცხადება ამის შესახებ ეპარქიის „ფეისბუკის“ გვერდზეა გამოქვეყნებული. „კრებამ ერთხმად განაცხადა,რომ ბევრს სურს არეულობა შემოიტანოს და საეკლესიო წესრიგი დაარღვიოს, მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდიან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის წინააღმდეგ; მათ მხოლოდ ერთი…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 ოქტომბერს მოწამე კალისტრატეს და მისთან წამებულთა, მოციქულთა: მარკოზის, არისტარქეს და ზინას, 70-თაგანთა, ასევე მოწამე ეპიქარიას და ღირსი ეგნატეს ხსენების დღეს აღნიშნავს. მოწამე კალისტრატე წმიდა მოწამე კალისტრატე ქალაქ კართაგენში დაიბადა. მისი პაპა, ნეოსკორე იმპერატორ ტიბერიუსის (14-37) დროს იუდეის პროკურატორ პონტიუს პილატეს დაქვემდებარებულ მხედართა რაზმში მსახურობდა. წმიდანის მამა ქრისტიანობას აღიარებდა და შვილიც…