ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
14.10.2020 | 17:55
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის საქმეზე – ძალიან ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება – შესაძლოა, რომ ეს ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს

ძალიან ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება. შესაძლოა, რომ ეს ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან მიმართებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. დეკანოზის თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბარი 15 წელია მიმდინარეობს, საპატრიარქო კი წინასაარჩევო გეგმებში არ მონაწილეობს. „ჩვენ ხომ წინასაარჩევნო გეგმებში არ…

14.10.2020 | 17:53
მიტროპოლიტი სტეფანე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე – არ ვიცით ამ საკითხზე სინოდი გაიმართება თუ არა, როგორც საჭირო იქნება, ისე მოხდება

არ ვიცით ამ საკითხზე სინოდი გაიმართება თუ არა, როგორც საჭირო იქნება, ისე მოხდება, მეც ტელევიზიებიდან გავიგე რუკების ამბავი და მანამდე ვიცოდით, რომ რაღაც პრობლემა იყო, – ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ მამა კირიონს ესაუბრა. „ჩვენ ვიყავით დავით გარეჯში ჩასული, როდესაც პირველად მოხდა…

14.10.2020 | 17:43
მეუფე ვახტანგი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებზე – მწამს, რომ ის ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდა

ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი აცხადებს, რომ მისი აზრით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულები უდანაშაულონი არიან. „სიმართლე რომ ვთქვათ, ქვეყანას ემსახურება. არ შეიძლება, ასე გავწიროთ ვიღაცების უაზრო, გაუაზრებელი მითითებებით, თუ რას აკეთებენ, არ ვიცი, ვინც ეს ხალხი მიიყვანა ამ ზომამდე, პირველ რიგში, ვინც განცხადებას აკეთებს, რომ დამნაშავეები არიან. ჯერ არ არის გარკვეული და არ არის გადაწყვეტილი ეს…

14.10.2020 | 17:22
ილია მეორე: დაფუძნდა ფონდი „მოწყალე სამარიტელი“ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად

საქართველოს პატრიარქის ეგიდით, საქველმოქმედო ფონდი „მოწყალე სამარიტელი“ დაფუძნდა. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოველის ტაძარში ქადაგების დასრულების შემდეგ განაცხადა. „დაფუძნდა ფონდი „მოწყალე სამარიტელი“ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ვისაც სურს მიიღოს მონაწილეობა, თვეში შემოიტანს ამ ფონდში ერთ ლარს. იმედი მაქვს, რომ ეს ფონდი დაეხმარება გაჭირვებულ სტუდენტებს, გაჭირვებულ ხალხს“, – განაცხადა ილია მეორემ. მან მრევლს სვეტიცხოვლობა…

14.10.2020 | 17:10
დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მცხეთობას ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ

დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმ. მეფე მირიანის, დედოფალ ნანას, წმ. სიდონიასა და აბიათარის ხსენება აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მცხეთობას ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ. —…

14.10.2020 | 17:06
წმინდა სინოდის წევრები მომავალი სინოდის სხდომისა და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საუბრობენ

ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსის, მეუფე მიქაელის განცხადებით, სინოდმა შესაძლოა, დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სინოდი მაშინ შეიკრიბება, როცა „ღმერთი ინებებს“ და პასუხგაუცემელი არაფერი დარჩება. „სინოდი აუცილებლად შეიკრიბება. რა შეკითხვაც დაისმება, ყველაფერს გაეცემა პასუხი. გამოძიება ხომ მიმდინარეობს და ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთი როცა ინებებს, აუცილებლად იქნება სინოდი“,-აღნიშნა მეუფე მიქაელმა სინოდის სხომაზე დავით გარეჯის…

14.10.2020 | 17:02
პატრიარქი: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა”

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა. ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ საქართველო, ქართველი ხალხი დასძლევს ამ განსაცდელს. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ ღვთისაგან დაჯილდებული ვართ…

14.10.2020 | 16:26
საეკლესიო კალენდარი: 14 ოქტომბერი

მართლმადიდებელი ეკლესია14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს და ასევე იხსენიებს: მეფე მირიანსა და დედოფლ ნანას, სიდონიას და აბიათარ მღვდელს, მელქისედეკ I, მოციქულ ანანიას, ღირს რომანოზს, მოწამე დომნინეს, ღირსმოწამე მიქაელს, ზობიელ იღუმენსა და სხვ.   მცხეთობა, სვეტიცხოვლობა მცხეთობა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“ და ის ყოველ წელს საქართველოს ისტორიულ…

13.10.2020 | 15:55
საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

  საქართველოს საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „ა.წ. 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო. 13 ოქტომბერს ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, 14 ოქტომბერს კი, წირვა – 10:00 საათზე. ვირუსთან დაკავშირებით, ხალხის უსაფრთხოების მიზნით, ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა. აუცილებელია, ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში….

Τα σημαντικότερα νέα