13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) და ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) სამღვდელოებასთან ერთად მეტეხის ხიდზე სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს და ჩვენი ერი უფალს და 100 000 მოწამეს შეავედრეს. — patriarchate.ge
ათონის წმიდა მთაზე მოღვაწე მღვდელმონაზონი აგათანგელოზი კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა. იგი თესალონიკის საავადმყოფო “იპოკრატიოში” გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მღვდელმონაზონი აგათანგელოზი 1940 წელს დაიბადა. იგი ჯერ მოღვაწეობდა ივერონის მონასტერში, ხოლო შემდეგ კი სიმონპეტრას მონასტერში. უფალმა მართალთა თანა განუსვენოს. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი. — wenews.ge
ცნობილი ხდება რომ, ათონის მთაზე კორონავირუსული ინფექცის პრევენციის მიზნით, მამათა გადაწყვეტილებით, წმინდა მთა 30 ნოემბრის ჩათვლით ჩაიკეტება. გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო ათონის მთის წმინდა კინოტმა, რომელშიც ოცივე მონასტრის წარმომადგენლი შედის. დღეიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ათონზე ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა. — wenews.ge
საქართველოს ეკლესიას მოწამეთა ეკლესიას უწოდებენ, ქართველი ერი თავისთავში ატარებს დაფარულ და ქვეცნობიერ სიყვარულს ქრისტე ღმერთისა, რომელიც ხშირად ამა ქვეყნის სიავკარგის ეკალ-ბარდებითაა დაფარული. ისტორიული ქარტეხილები და იმპერიებს შორის მიმოხეთქებანი თითქოს საცერში ატარებს ჩვენი სარწმუნოებრივ-ეროვნული სიწმიდისა და ტრადიციების ნაერთს და ამა ქვეყნის ორომტრიალიდან ცალკე გამოიყოფა წმიდა ფქვილი – “საზეპურო ერის” თვისებები და ბზე – ის უვარგისი მინარევი,…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს 100 000 მოწამის, მოციქულების: სტაქოსის, ამპლიას, ურბანოსის, ნარკისის, აპელიოსის და არისტობულეს, ასევე მოწამე ეპიმაქეს და ღირსი მავრას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი მე-13 საუკუნეში ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი საქართველოს საზღვრებს მოადგა. ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა. როცა სულთანის ლაშქარი…
უნეტარესმა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ გამამხნევებელი წერილი გაუგზავნა უნეტარეს სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის, რომელიც ათენის კლინიკაშია მოთავსებული კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით. უნეტარესი თეოდორე ალექსანდრიელი უნეტარეს ანასტასი ალბანელს უსურვებს მსწრაფლ გამოჯანმრთელებას და წერილში აღნიშნავს, რომ ამ ამბის შეტყობა მისთვის ტანჯვის ტოლფასია და აღავლენს შეუწყვეტელ ლოცვებს. — wenews.ge
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა წმინდა სინოდის კრება, სადაც ასევე ესწრებოდა ინფიცირებული მღვდელმთავარი, რის გამოც წმ. სინოდის თორმეტივე წევრი კარანტინში (თვითიზოლაციაში) გადავიდა. — wenews.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოწამე იოთამ ზედგენიძის, მღვდელმოწამე ზინობის და მისი დის ზინობიას, მოციქულების ტერტის, მარკოზის, იუსტის და არტემის, 70-თაგანთა, მღვდელმოწამე მარკიანეს და მოწამე ევტროპიას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა იოთამ ზედგენიძე წმიდა იოთამ ზედგენიძე სიმხნევით, სარწმუნოებითა და მეფის ერთგულებით ცნობილი აზნაურიშვილი იყო. კეთილმსახურებით აღზრდილ წმიდანს კარგად ესმოდა რომ მირონცხებული მეფის ერთგულება ქვეყნისა და წმიდა ეკლესიის…
ეპიდემიის გამო, წელს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „პარასკევს, 13 ნოემბერს, არის ხსენება თბილისში ჯალალ ედ – დინის დროს წამებულ 100 000 ქართველთა. ამ დღეს ტრადიციულად ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით. ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების…