ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.11.2020 | 11:35
გარდაიცვალა ყაზანისა და თათრეთის მიტროპოლიტი თეოფანე

  დღეს, 2020 წლის 20 იანვარს, კორონავირუსის შედეგად, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ყაზანისა და თათრეთის მიტროპოლიტი თეოფანე. იგი 2000 წლის 26 ნოემბრიდან იმყოფებოდა მღვდელმთავრის ხარისხში. 2008 წლის 25 თებერვალს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება, ხოლო 2012 წლის 1 აგვისტოს – მიტროპოლიტის წოდება. სხვადასხვა დროს მართავდა მაგადანისა და სინეგორის, სტავროპოლისა და ვლადიკავკაზის, ჩელიაბინია და…

20.11.2020 | 11:33
სერბეთის პრეზიდენტი- “თქვენნაირი ადამიანები არასდროს გვტოვებენ”

სერბეთის პრეზიდენტი თავის ოფიციალურ გვერდზე წერს :“პატივი იყო ჩემთვის, რომ გიცნობდით. თქვენნაირი ადამიანები არასდროს გვტოვებენ”. სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა.   wenews.ge

20.11.2020 | 9:49
რუსეთის პატრიარქი კირილე 74 წლის შესრულდა

1946 წლის 20 ნოემბერს ქ. ლენინგრადში (ამჟამად სანკტ-პეტერბურგი) დაიბადა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე (ერში ვლადიმერ მიხეილის ძე გუნდიაევი). იგი 1976 წლის 14 მარტიდან არის მღვდელმთავარი, ხოლო რუსეთის პატრიარქად აირჩიეს 2009 წლის 27 ნოემბერს. ინტრონიზაცია შესრულდა იმავე წლის 1 თებერვალს, მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში. პატრიარქი კირილე რუსეთის ეკლესიის რიგით მეთექვსმეტე პატრიარქი გახლავთ….

20.11.2020 | 9:40
გარდაიცვალა სერბეთის პატრიარქი ირინეოსი

დღეს, 2020 წლის 20 ნოემბერს, სერბეთის დროით დილის 7:07 საათზე, ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში ღვთივშეისვენა სერბეთის უწმიდესმა პატრიარქმა ირინეოსმა. პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სერბეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. უწმიდესი პატრიარქი კორონავირუსული ინფექციით იყო ინფიცირებული, რამაც მისი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა დაამძიმა და გარდაიცვალა. ღმერთმა მართალთა თანა დაამკვიდროს სერბეთის ახლადშესვენებული მამათმთავარი. wenews.ge

19.11.2020 | 16:43
სერბეთის საპატრიარქო არ ადასტურებს პატრიარქის გარდაცვალებას

სერბეთის საპატრიარქო არ ადასტურებს სხვადასხვა ქვეყნის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულიად სერბეთის უწმიდესი პატრიარქის ირინეოსის გარდაცვალების შესახებ. სერბეთის ეკლესიის მეთაური იმყოფება კომაში და არის მართვით სუნთქვაზე. იგი კორონავირუსული ინფექციით არის ინფიცირებული. სერბეთის პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ამ წუთამდე ავრცელებენ რუსული და ბერძნული საინფორმაციო საშუალებები.   — wenews.ge

19.11.2020 | 16:34
საეკლესიო კალენდარი: 19 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 ნოემბერს წმიდა პავლე აღმსარებელის, ღირსი ლუკა ტავრომენიელის, მოწამეების: ტეკუსას, ალექსანდრას, პოლაქტიას, კლავდიას, ევფროსინეს, ათანასიას და მატრონას ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა პავლე აღმსარებელი – კონსტანტინოპოლელი პატრიარქი წმიდა პავლე, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობლად აირჩიეს პატრიარქ ალექსანდრეს (+340) გარდაცვალების შემდეგ, როცა კვლავ იფეთქა არიანელთა ერესმა. კრებას, რომელსაც ახალი პატრიარქი უნდა აერჩია, მრავალი…

19.11.2020 | 14:58
მორიგი თავდასხმა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსზე

როგორც ცნობილია, ამ წუთებში მსოფლიო საპატრიარქოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი შეხვედრა პატრიარქ ბართლომეოსსა და ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის. ამერიკელი დიპლომატი თურქეთში მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად ჩავიდა. თურქეთის მთავრობისთვის კი ეს მიუღებელი აღმოშნდა. თურქულმა ხელისუფლებამ საპასუხოდ საინფორმაციო თავდასხმა განახორციელა. თურქულ პრესაში აქტიურად ვრცელდება მსოფლიო საპატრიარქოს მიმართ წაყენებული ცრუ ბრალდებები, რომ თითქოს 2016 წლის სახელმწიფო…

19.11.2020 | 14:53
რუსეთის პატრიარქის მანუგეშებელი წერილი ალბანეთის მთავარეპისკოპოსს

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ მანუგეშებელი წერილი გაუგზავნა სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასიოსს, რომელიც კორონავირუსული ინფექციით არის ინფიცირებული და ათენის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. თქვენო უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო! ღრმა შეშფოთებით მივიღე შეტყობინება თქვენი კორონავირუსული ინფექციით დაინცფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ. გულწრფელად ვლოცულობ სულთა და სხეულთა ექიმისადმი, “რომელიც კურნავს ჩვენს ყველა სნეულებას”…

19.11.2020 | 14:47
“მიშა ჩამოდი” – ქობულეთში ტაძრის ღობეზე უცნობმა პირებმა წარწერები გააკეთეს

ქობულეთში, ამაღლების სახელობის ტაძრის ეზოში, ვანდალური ქმედება განხორციელდა. კერძოდ, მშენებარე ტაძრის ღობეზე, დაუდგენელმა პირებმა სხვადასხვა წარწერები გააკეთეს. “მიშა”, “მიშა ჩამოდი” და სხვა უცენზურო ეპითეტები და აწერეს. ტაძარი, ქობულეთში, ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს. ტაძრის მოძღვარმა მამა მათე რატიანმა, სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ წარწერები შენიშნა, არ იცის ვინ განახორციელა ეს ქმედება. ფაქტს კი, უარყოფითად…

Τα σημαντικότερα νέα