ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
21.11.2020 | 20:43
საბერძნეთის ეკლესიის სამძიმარი სერბეთის საპატრიარქოს

საბერძნეთის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ, საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა სერბეთის საპატრიარქოს. „ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ქრისტესმიერი ძმისა და ჩვენი თანამწირველის პეჩის მთავარეპისკოპოსის, ბელგრად კარლოვიჩის მიტროპოლიტისა და სრულიად სერბეთის პატრიარქ ირინეოსის ღვთივ მიცვალება, რომელიც ათეული წელი უძღვებოდა სერბეთის უწმინდეს ეკლესიას. სერბეთის ქრისტეს უწმინდესი ეკლესიის მწუხარების მთელი…

21.11.2020 | 20:37
ციპრასი: “მქონდა პატივი, პირადად გავცნობოდი პატრიარქ ირინეოსს, ვწუხვარ!”

საბერძნეთის ექს-პრემიერ-მინისტრი სამძიმრის წერილით ეხმიანება სრულიად სერბეთის უწმიდესი პატრიარქის ირინეოსის გარდაცვალებას. “წარსულში მქონდა ნეტარი პატრიარქის გაცნობის შესაძლებლობა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორ ხალხს შორის ბერძნულ-სერბული ისტორიული ურთიერთობისა და სულიერი კავშირის განმტკიცებაში”, – ნათქვამია წერილში.   — wenews.ge

21.11.2020 | 20:35
მსოფლიო პატრიარქის სამძიმარი სერბეთის პატრიარქის გარდაცვალების გამო

სერბეთის უწმიდეს ეკლესიას ბელგრადში ჩვენმა უხუცესმა და პატივცემულმა პატრიარქმა მიიძინა! დამწუხრებულებმა მივიღეთ გარდაცვალების უწყება და ვისწრაფვით გამოვხატოთ სერბეთის უწმიდესი ეკლესიის მიმართ მსოფლიო საპატრიარქოსა და პირადად ჩვენი უმდაბლესობის გულმხურვალე თანაგრძნობა. ამასთან გარწმუნებთ, რომ მრჩობლად ვევედრებით უფალსა ჩვენსა, რომელსაც აქვს ხელმწიფება ცოცხალთა და მკვდართა, განუსვენოს ჩვენგან მიცვალებულის სულს ცოცხალთა ქვეყანაში, მიაგოს მას ეკლესიისათვის გაწეული თავისი მრავალწლიანი და…

21.11.2020 | 20:24
საეკლესიო კალენდარი: 21 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 ნოემბერს ახსენებს კრებას წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა – გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. კრება წმიდისა მთვარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა; მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა კრების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო…

20.11.2020 | 20:00
საეკლესიო კალენდარი: 20 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ნოემბერს წმიდა ოცდაცამეტი მელიტინელი მოწამეების, ღირსი ლაზარე გალისიელის,; მოწამეთა: მელასიპეს, კასინიას და მათი ძის ანტონინეს, თეოდოტეს, ავქტის, ტავრიონის და თესალონიკიას ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა ოცდაცამეტი მელიტინელი მოწამე წმინდა მოწამენი იერონი, ისიხიოსი, ნიკანდრე, ათანასე, მამაი, ბარაქიოსი, კალინიკე, თეაგენე, ნიკონი, ლონგინოზი, თეოდორე, ვალერიუსი, ქსანთე, თეოდულე, კალიმაქე, ევგენი, თეოდოხე, ოსტრიქიოსი, ეპიფანე, მაქსიმიანე, დუკიტე,…

20.11.2020 | 17:34
სამძიმარი სერბეთის პატრიარქის, უწმინდესი ირინეოსის გარდაცვალების გამო

სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდს საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ დიდ მწუხარებას დამაშვრალი პატრიარქის, პეჩის მთავარეპისკოპოსის და ბელგრად-კარლოვიცის მიტროპოლიტის, უწმინდესი ირინეოსის გარდაცვალების გამო. 10 წელი მწყემსთავრობდა იგი სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის გამორჩეული იყო რწმენის მოშურნეობითა და პირველ იერარქთა ღვაწლით. აღვავლენთ ლოცვებს უწმინდესი ირინეოსის უკვდავი სულის საოხად, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო…

20.11.2020 | 13:52
“ოდნოკლასსნიკში” პატრიარქ კირილეს ოფიციალური გვერდი გაიხსნა

სოციალურ ქსელ “ოდნოკლასსნიკში” მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს ოფიციალური გვერდი გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის ეკლესიის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც ნათქვამია: “სოციალურ ქსელ “ოდნოკლასსნიკში” გამოჩნდა უწმიდესის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს ოფიციალური გვერდი. ექაუნთის გახსნა უკავშირდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის დაბადების დღეს, რომელსაც დღეს შეუსრულდა 74 წელი. საიტზე გადასვლა შეგიძლიათ შემდეგი ლინკით: https://ok.ru/patriarchkirill“….

20.11.2020 | 12:40
ეპისკოპოს დოსითეს სამძიმრის წერილი

,,მოულოდნელად, ვერაგი კოვიდ-ინფექციის გამო, გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი). მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სამწყსოსათვის არამედ, გერმანიისა და ავსტრის ეპარქიის სამრევლოებისთვის, სადაც მისი ყოვლადუსამღვდელოესობა 2014 წლიდან მღვდელმთავრად მოღვაწეობდა. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის, მისი სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ დაქვრივებული ეპარქიის სამწყსოს,…

20.11.2020 | 11:45
გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე

დღეს, 2020 წლის 20 ნოემბერს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, ღვთივმიიცვალა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ყოვლადუსამღვდელოესი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე. ეპისკოპოსი ლაზარე (ერში დიმიტრი ნიკოლოზის ძე სამადბეგიშვილი) დაიბადა 1955 წლის 20 აგვისტოს. იგი 1982 წლის 7 მარტს ხელდასხმული იქნა დიაკვნად, ამავე წლის 21 მარტს – მღვდლად. მოგვიანებით აღიკვეცა მონაზვნად და არქიმანდრიტის წოდებით მრავალი…

Τα σημαντικότερα νέα