ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
23.11.2020 | 16:41
უნეტარესმა ანასტასიოსმა კორონავირუსი დაამარცხა

დღეს, 23 ნოემბერს, თორმეტდღიანი მკურნალობის შემდეგ, სრულიად ალბანეთის უნეტარესი მთვარეპისკოპოსი ანასტასიოსი ათენის საავადმყოფოს დატოვებს. უნეტარესი ანასტასიოსი კორონავირუსისგან განიკურნა და იგი სამშობლოში თავის მწყემსმთავრულ მსახურებასა და მოვალეობას დაუბრუნდება. უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი 91 წლისაა. იგი მსოფლიოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს შორის ასაკით ყველაზე უხუცესია. ის ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია 1992 წლიდან. wenews.ge

23.11.2020 | 16:37
წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის ხსენება [ინფორმაცია]

წმინდა გიორგის წამება და საკვირველებანი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) – ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება. რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე…

22.11.2020 | 19:12
საბერძნეთის პარლამენტის შენობა ღვთისმშობლის ხატით გაანათეს

გუშინ, 21 ნოემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე (ახალი, შესწორებული კალენდარული სტილით), საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საბერძნეთის პარლამენტის შენობა ღვთისმშობლის ხატით გაანათეს.  — wenews.ge

22.11.2020 | 19:08
სერბეთი ემშვიდობება თავის პატრიარქს

ამ წუთებში სერბეთი თავის მამამთავარს, უწმიდეს პატრიარქ ირინეოსს ემშვიდობება. მიმდინარეობს პატრიარქისთვის წესის აგება, რომლის შემდეგ, მას ერთობლივად, საეკლესიო და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.   — wenews.ge

22.11.2020 | 19:02
რუმინეთის პატრიარქმა პანაშვიდი გადაუხადა სერბეთის პატრიარქს

დღეს, 22 ნოემბერს, უნეტარესმა ბუქარესტისა და სრულიად რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა სერბეთის ნეტარხსენებული პატრიარქ ირინეოსის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პატრიარქმა დანიელმა ასევე სამძიმრის ოფიციალური წერილი გაუგზავნა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს.   — wenews.ge

22.11.2020 | 19:00
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სამძიმრის წერილი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სერბეთის პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საკუთარ Twitter-ზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს. “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმიდესობის სერბეთის პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალების გამო. ის სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მას ძლიერი და ინსპირაციული ლიდერობით გაიხსენებენ, რომელსაც ახლავს რწმენა, სიბრძნე და სიყვარული“, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სამძიმრის…

22.11.2020 | 18:52
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა იერუსალიმის პატრიარქს

  — patriarchate.ge

22.11.2020 | 18:35
საეკლესიო კალენდარი: 22 ნოემბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 22 ნოემბერს ღმრთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელი“დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს ასევე მოწამეთა ონისიფორეს და პორფირიოსის, ღირს მატრონას, ღირს თეოქტისტას, მოწამე ალექსანდრე თესალონიკელს, ღირს იოანეს, ღირსთა ევსტოლიას და სოსიპატრას იხსენებენ.   დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“ ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენლის ეს სასწაულთმოქმედი ხატი ათონის დოქიარის მონასტერში იმყოფება. ის, საძმოს სატრაპეზოს კედელზე, კართანაა მოთავსებული. თავისი სასწაულთმოქმედი ძალა ამ ხატმა პირველად…

21.11.2020 | 20:47
რუსეთის პატრიარქის სამძიმარი სერბეთის პატრიარქის გარდაცვალების გამო

მაღალყოვლადუსამღვდელოეს ქრიზოსტომოსს, მიტროპოლიტს დაბრო-ბოსნიისა, სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფე! საყვარელო ძმა-მღვდელმთავარნო! ღრმა მწუხარების განცდით მივიღე შეტყობინება ჩემი ძმისა და თანამსახურის, უწმიდესი პეჩის მთავარეპისკოპოსის, ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტისა და სრულიად სერბეთის პატრიარქის ირინეოსის გარდაცვალების შესახებ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, მონაზონთა დასის, მრევლისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ სერბეთის მართლმადიდებელ…

Τα σημαντικότερα νέα