თურქეთში, ქ. სტამბულის აზიურ ნაწილში, რესტორან “Koço Mey-hane“-ის სარდაფში მდებარეობს კრიპტოქრისტიანული მართლმადიდებლური პატარა ეკლესია, სადაც მდებარეობს წმინდა ეკატერინეს “აიაზმა” და უძველესი ხატები. აღნიშნული მცირე ზომის ტაძარი აღდგა 1950 წელს. wenews.ge
,,ალექსანდრიის საპატრიარქო იყო, არის და იქნება მუდამ მისი შვილების გვერდით, სხვადასხვა გზით დაუჭერს მხარს და შეეცდება მათ სულიერ წინსვლასა და კეთილდღეობას, ხაზგასმით აღნიშნავ, თავს არ დავზოგავ რომ აფრიკაში არც ერთი ღარიბი ოჯახი არ დარჩეს!”. ქადაგებისას აღნიშნა კენიაში მყოფმა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქმა თეოდორემ. wenews.ge
უნეტარესი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი თეოდორე მეორე, ალექსანდრიის საპატრიარქოს მღვდელმთავრებთან ერთად კისუმუს წმიდა საეპისკოპოსოს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მისი უნეტარესობის შეხვედრა კენიის სამიტროპოლიტოს სამღვდელოებასთან, რომლის რიცხვი ოთხმოცს აღწევს. wenews.ge
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმიანება. მისი თქმით, რეგულაციებს ემორჩილებიან, თუმცა ტაძრები არ დაიკეტება. როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტაძარში მისვლას ვერავის აუკრძალავენ. “ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს. ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი? გამორიცხულია. ნებაყოფლობითაა, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ მოსვალს? რადგან მოვიდა, მოვიდა, მე არ უნდა გავაგდო….
წინასწარმეტყველი აქია ქალაქ სილომში დაიბადა. იგი მეფეების: სოლომონისა და იერობოამის (ქრისტეს შობამდე 1010-963 წლებში) თანამედროვე იყო. აქიამ გაუცხადა იერობოამს, რომ იგი გამეფდებოდა ისრაელის ათ შტოზე, შემდეგ კი უსჯულოებისთვის მთელი მისი გვარეულობის ამოძირკვა უწინასწარმეტყველა (3 მეფ. 14,6-16). წმიდანის ყველა წინასწართქმა ახდა. ნეტარმა აქიამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, სიბერის გამო თვალისჩინი წაერთვა, დასნეულდა, ბოლოს კი, ქრისტეს შობამდე 960…
გუშინ, 2020 წლის 23 ნოემბერს, კვიპროსის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმრთა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მისი უნეტარესობა მთავარეპისკოპოსი ახალი იუსტინიანისა და სრულიად კვიპროსისა ქრიზოსტომოს მეორე. მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ეკლესიის ყველა სინოდურმა მღვდელმთვარმა. ბოლო თვეში ხუთი მღვდელმთავრის მიერ გამოხატული წინააღმდეგობის მიუხედავად, წმიდა სინოდის საგანგებო სხდომაზე თითოეული წევრი მშვიდობითა და ურთიერთგაგებით უდგებოდა ერთმანეთს. კრებამ მხოლოდ ერთი…
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ახალი აღთქმის მინიატურული წიგნები დაურიგდათ. მინიატურული წმინდა წიგნები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით დაიბეჭდა და გიორგობასთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა. გიორგობის ღვთისმსახურების ჩატარების შემდეგ, სენაკში, II ქვეით ბრიგადაში მდებარე ცოტნე (დადიანი) აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იოსებმა მინიატურული ახალი აღთქმა დასავლეთის სარდალს, პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას და…
23 ნოემბრის მონაცემებით, ათენისა და სრულიად ელადის(საბერძნეთი) უნეტარესი მთავარეპისკოპოსის იერონიმე მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და მკვეთრად გაუმჯობესებულია. შეგახსენებთ, რომ უნეტარესი იერონიმე ათენის ერთ-ერთ კლინიკაში გადის კორონავირუსულ ინფექციაზე მკურნალობის კურს. მისი მკურნალი ექიმის განცხადებით, მის უნეტარესობას რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან გაწერენ. wenews.ge
2020 წლის 23 ნოემბერს, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, კრუშევაცის ეპისკოპოსი დავითი (პეროვიჩი) პნევმონიით მოათავსეს დრაგიზა მისოვიჩის საავადმყოფოში. მღვდელმთავარს ჩაუტარდა ტესტირება კოვიდ-19-ზე, რომელმაც დადებითი პასუხი (ინფიცირების) აჩვენა. ეპისკოპოსი დავითი 67 წლისაა. ის 2011 წლის 24 ივლისიდან იმყოფება მღვდელმთავრის ხარისხში. მეუფე დავითი არის თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი. კრუშევაცის ეპისკოპოსი დავითი, გუშინ, 22 ნოემბერს იმყოფებოდა სრულიად სერბეთის უწმიდესი…