უწმიდესმა სრულიად სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ბელგრადის ერთ-ერთი საკათედრო ტაძრის სატრაპეზოში უმასპინძლა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს.
პატრიარქმა ბავშვებთან ერთად სხვადასხვა საბავშვო თამაში ითამაშა, შემდგომ კი მათ ტკბილეულით გაუმასპინძლდა.
უწმიდესმა პატრიარქმა პორფირემ ბავშვებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ბავშვობა ენატრება.