04 Δεκεμβρίου, 2021

ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის ლოცვა მოსკოვის კათედრალში

Διαδώστε:

2021 წლის 3 დეკემბერს (ახ.სტ.) ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის წინა საღამოს ლოცვა მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარს თანამსახურებდნენ: პოდოლისა და ლიუბერეცის მთავარეპისკოპოსი აქსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი – ისტრინის ეპისკოპოსი სერაფიმე და სხვა სასულიერო პირები.

4 დეკემბერს (ახ.სტ.) რუსეთის ეკლესია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან ერთად, ასევე აღნიშნავს სრულიად რუსეთის წმიდა პატრიარქის ტიხონის ინტრონიზაციის დღეს (1917 წ.).

 

 

wenews.ge

Διαδώστε: