ქაისუბნის დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია
ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, 2020 წლის ივნის-აგვისტოს თვეებში დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქაისუბნის დარბაზულ ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სარესტავრაციო პროცესის მსვლელობისას, რომელიც შპს „ანდამატმა“-მა შეასრულა, მოხდა ეკლესიის ინტერიერიერში და ფასადზე მორღვეული და დაზიანებული საპირე წყობის აღდგენა ადგილობრივი ქვით,გამოქარვული ადგილები კი ამოიგოზა სპეცკირხსნარით, გათლილი ქვით მოეწყო თარო-კარნიზები,ხოლო კამარა,კონქი და თაღები კი ნატეხი ანანურის ქვით, სახურავის გაკეთებისას კრამიტის ქვედა ნაწილი შეივსო კირდუღაბის ხსნარით,რის შემდეგაც სახურავი გადაიხურა ქართული კრამიტით,ტაძრის იატაკიც ადგილობრივი ქვით მოეწყო,რაც შეეხება კარ-ფანჯარას იგი ხის მასალით გაკეთდა,ეკლესიის ირგვილ მოეწყო სარინელი.
სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით განხორციელებული ფიზიკური სამუშაოები ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მონიტორინგით წარიმართა.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










