09/12/2021 09/12/2021 ბატონ თამაზ ტყემალაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ბატონი თამაზის გარდაცვალებამ დიდი გულისტკივილი გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. მას ყველა იცნობდა და პატივს სცემდა, პირველ რიგში, როგორც პატრიოტ პიროვნებას, რომელიც თავის თავში ქართველი კაცის საუკეთესო თვისებებს აერთიანებდა. იგი მუდამ ცდილობდა თავისი მრავალრიცხოვანი მსმენელი ეროვნული სულისკვეთების თანაზიარი გაეხადა, და მიუხედავად ჩვენი მძიმე დროისა, ამას აღწევდა კიდეც. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი...
09 Δεκεμβρίου, 2021 - 16:31

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

ბატონ თამაზ ტყემალაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

ბატონი თამაზის გარდაცვალებამ დიდი გულისტკივილი გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. მას ყველა იცნობდა და პატივს სცემდა, პირველ რიგში, როგორც პატრიოტ პიროვნებას, რომელიც თავის თავში ქართველი კაცის საუკეთესო თვისებებს აერთიანებდა. იგი მუდამ ცდილობდა თავისი მრავალრიცხოვანი მსმენელი ეროვნული სულისკვეთების თანაზიარი გაეხადა, და მიუხედავად ჩვენი მძიმე დროისა, ამას აღწევდა კიდეც.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი თამაზის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრები და ახლობლები აკურთხოს მშვიდობით.

 

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων