12 Νοεμβρίου, 2021

საპატრიარქო ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

Διαδώστε:

საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით.

„13 ნოემბერი, ასი ათასი მოწამის ხსენების დღე, წელს პანდემიის გამო მასშტაბურად არ აღინიშნება. თუმცა დილით, 10:00 საათზე ჩატარდება ორი წირვა 100 000 მოწამის და წმ. აბო თბილელის სახელობის ტაძრებში, ხოლო 13:00 საათზე გადახდილი იქნება პარაკლისი მეტეხის ხიდზე.

წმინდა 100 000 მოწამის მეოხებით ღმერთმა მშვიდობა მომადლოს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს“, – აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.

 

1tv.ge

Διαδώστε: