მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ მანუგეშებელი წერილი გაუგზავნა სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასიოსს, რომელიც კორონავირუსული ინფექციით არის ინფიცირებული და ათენის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.
თქვენო უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო ძმაო და თანამსახურო!
ღრმა შეშფოთებით მივიღე შეტყობინება თქვენი კორონავირუსული ინფექციით დაინცფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ.
გულწრფელად ვლოცულობ სულთა და სხეულთა ექიმისადმი, “რომელიც კურნავს ჩვენს ყველა სნეულებას” (ფს. 102,3) თქვენი აღდგინებისათვის სნეულებიდან ჯანმრთელობასა და ძალაში, რათა განაგრძოთ თქვენი თავდადებული მწყემსმთავრული მსახურება, აღმსარებელი ალბანეთის ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის სასარგებლოდ.
უცვლელი ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით
+კირილე, პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის
17.11.2020
