20/12/2021 20/12/2021 გაიმართა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა უნეტარესი სრულიად რუმინეთის პატრიარქი დანიელი. რუმინეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელა: 2023 წელი რუმინეთის საპატრიარქოში გამოცხადდა მოხუცთა, ჰიმნოგრაფთა და საეკლესიო მგალობელთა (ფსალტების) წლად; დამტკიცდა წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის (ხს. 12 მარტი) ღვთისმსახურების ლიტურგიკული ტექსტები და სავედრებელი კანონი; დამტკიცდა წმინდა მოწამისა და ფილოსოფოსის იუსტინეს (ხს....
20 Δεκεμβρίου, 2021 - 17:45

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია ტრეფიკინგის წინააღმდეგ

Διαδώστε:
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია ტრეფიკინგის წინააღმდეგ

გაიმართა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა უნეტარესი სრულიად რუმინეთის პატრიარქი დანიელი.

რუმინეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელა:

2023 წელი რუმინეთის საპატრიარქოში გამოცხადდა მოხუცთა, ჰიმნოგრაფთა და საეკლესიო მგალობელთა (ფსალტების) წლად;

დამტკიცდა წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის (ხს. 12 მარტი) ღვთისმსახურების ლიტურგიკული ტექსტები და სავედრებელი კანონი;

დამტკიცდა წმინდა მოწამისა და ფილოსოფოსის იუსტინეს (ხს. 1 ივნისი); აკათისტოს (დაუჯდომლის) ტექსტი.

წმიდა სინოდმა დაამტკიცა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოებში მისი გავრცელებასთან დაკავშირებით ბროშურის გამოცემისა და გამოქვეყნების შესახებ.

წმიდა სინოდი კვლავ ერთსულოვანია პანდემიასთან ბრძოლის საკითხში და მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან მედიკოსების მიერ შემოთავაზებული რეგულაციები.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων