30 Νοεμβρίου, 2021

პატრიარქმა კირილემ დანიელ მოსკოველის ორდენით დააჯილდოვა ვლადიმერ ჟირინოვსკი

Διαδώστε:

2021 წლის 30 ნოემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ წმიდა მთავარ დანიელ მოსკოველის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, რუსეთის სახელმწიფო დუმის ხსენებული პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჟირინოვსკი.

რუსეთის პატრიარქის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკის აღნიშული მაღალი ჯილდო გადაეცა “ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისა და დაბადებიდან 75 წლის იუბილის აღსანიშნავად”.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა მოსკოვის დანილოვის სტრავროპიგიალური მონასტრის საპატრიარქო და სინოდურ რეზიდენციაში.

დაჯილდოებისას, როდესაც პატრიარქმა კირილემ წარმოთქვა “ღირსია”, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ უპასუხა “დიახ”.

Διαδώστε: