მსოფლიო პატრიარქი ათენს ეწვევა
მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, მისი ყოვლადუწმიდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის დედაქალაქს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს იერონიმესთან და წმინდა სინოდის წევრებთან.
ვიზიტი საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მოწვევით დაიგეგმა, რომელიც მისი ყოვლადუწმიდესობის ბართლომეოსის პატრიარქობის 30 წლის იუბილის აღნიშვნას უკავშირდება. 21 ნოემბერს ათენის საკათედრო ტაძარში აღესრულება საზეიმო საღმრთო ლიტურგია, რომელსაც მისი ყოვლადუწმიდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და მისი უნეტარესობა ათენისა და სრულიად საბერძნეთის არქიეპისკოპოსი იერონიმე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წარუძღვებიან.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










