19/11/2020 19/11/2020 ქობულეთში, ამაღლების სახელობის ტაძრის ეზოში, ვანდალური ქმედება განხორციელდა. კერძოდ, მშენებარე ტაძრის ღობეზე, დაუდგენელმა პირებმა სხვადასხვა წარწერები გააკეთეს. “მიშა”, “მიშა ჩამოდი” და სხვა უცენზურო ეპითეტები და აწერეს. ტაძარი, ქობულეთში, ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს. ტაძრის მოძღვარმა მამა მათე რატიანმა, სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ წარწერები შენიშნა, არ იცის ვინ განახორციელა ეს ქმედება. ფაქტს კი, უარყოფითად...
19 Νοεμβρίου, 2020 - 14:47

“მიშა ჩამოდი” – ქობულეთში ტაძრის ღობეზე უცნობმა პირებმა წარწერები გააკეთეს

Διαδώστε:
“მიშა ჩამოდი” – ქობულეთში ტაძრის ღობეზე უცნობმა პირებმა წარწერები გააკეთეს

ქობულეთში, ამაღლების სახელობის ტაძრის ეზოში, ვანდალური ქმედება განხორციელდა. კერძოდ, მშენებარე ტაძრის ღობეზე, დაუდგენელმა პირებმა სხვადასხვა წარწერები გააკეთეს.

“მიშა”, “მიშა ჩამოდი” და სხვა უცენზურო ეპითეტები და აწერეს.

ტაძარი, ქობულეთში, ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს. ტაძრის მოძღვარმა მამა მათე რატიანმა, სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ წარწერები შენიშნა, არ იცის ვინ განახორციელა ეს ქმედება. ფაქტს კი, უარყოფითად აფასებს.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, არ მიესალმებიან და გმობენ მსგავსს ქმედებას. ნებისმიერი წარწერა მიუღებელია, როცა ის უცენზურო ეპითეტების შემცველია. ეს არის უკულტურობის გამოვლინება. ეს არის შეურაცხმყოფელი, მით უფრო, როდესაც საკულტო ნაგებობის განკუთვნილ ტერიტორიაზე არის განთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს.

 

— ajaratv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων