საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავარმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა 25 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქის 44 წლიანი ღვაწლის შესახებ ამბიონიდან იქადაგა.
,,დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ეკლესიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს უძველეს სამოციქულო ეკლესიის საყდარზე აღსაყდრდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე! 44 წელი შესრულდა მისი პატრიარქობის და 141 პატრიარქიდან პირველი არის ვინც ამდენი ხანია მამამთავრობს ჩვენ წმინდა ეკლესიას, ეს არ არის ცოტა და ნამდვილად ჩვენ ვხედავთ შედეგს რომ ამდენი ეკლესია-მინასტრები აშენდა, სასულიერო პირები შეგვემატა, სასწავლებლები გაიხსნა, ასევე ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრები!
ამრიგად ჩვენი ეკლესია ასრულებს იმ მისიას რაც უნდა შეასრულოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ნამდვილად ეკლესია ჩვენი ერის სული არის, თუ ეკლესია ძლიერია ერიც ძლიერია..
დღეს ჩვენ მადლობას ვწირავთ წმინდა სამებას რომ ასეთი ბრძენი პატრიარქი გვყავს და შევთხოვთ უფალს რომ დიდხანს იცოცხლოს და მისი ლოცვა-კურთხევა არ მოშლოდეს საქართველოს!” – დასძინა მიტროპოლიტმა იობმა
