2021 წლის 2 დეკემბერს მსოფლიო საპატრიარქოს თიატირისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოს ნიკიტას ლოცვა-კურთხევით, ინგლისის მართლმადიდებელი ეპარქიის მგალობელთა გუნდმა საშობაო ღონისძიება ლონდონის აია სოფიას საკათედრო ტაძარში ჩაატარა.
საშობაო კონცერტზე საშობაო შინაარსის საგალობლები და საეკლესიო სიმღერები სხვადასხვა სამრევლოების გუნდებმა წარმოადგინეს.
საეკლესიო და საშობაო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს საპატრიარქოს აგარაკ-ტაშირის, დმანისის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული).
