03 Δεκεμβρίου, 2021

კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი გადაყენებულია – მოსაყდრედ დადგინდა ლამპის მიტროპოლიტი ირინეოსი

Διαδώστε:

მსოფლიო საპატრიარქოს კრეტის ნახევრადავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი ოფიციალურად გადაყენებულია.

კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, თუ ეკლესიის მეთაური უძლურებაშია და ენერგიულად ვეღარ ართმევს თავს მასზე დაკისრებული მოვალეობის აღსრულებას სინოდი ამ შემთხვევაში ვალდებული და უფლებამოსილია მწყემსმთავარი გადააყენოს.

იმ მიზეზით რომ კრეტის მართლმადიდებელი ეკლესია ნახევრად ავტონომიურია და იმყოფება მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში, მიღებული გადაწყვეტილება მწყემსმთავრის გადაყენების შესახებ წარედგინა მსოფლიო საპატრიარქოს მუდმივმოქმედ წმინდა სინოდს რომელმაც ხსენებული გადაწყვეტილება დააკმაყოფილა.

მთავარეპისკოპოსი ირინეოსი სინოდის გადაწყვეტილებას მორჩილებას უცხადებს. ის დარჩა მოქმედი მღვდელმთავრის ხარისხში და განესაზღვრა ტიტული – კრეტის ემერიტუსი (საპატიო) მთავარეპისკოპოსი

კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინ~და სინოდის მიერ კრეტის სამთავარეპისკოპოსო კათედრის მოსაყდრედ დადგინდა ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი, ლამპის მიტროპლიტი ირინეოსი.

კრეტის ეკლესია მეთაურის არჩევის მოლოდინშია.

wenews.ge

Διαδώστε: