11/01/2022 11/01/2022 მსოფლიო საპატრიარქოს კრეტის ნახევრად ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად – სრულიად კრეტის მთავარეპისკოპოსად არჩეულია რეთიმნელი მიტროპოლიტი ევგენი. ის დაიბადა 1968 წელს. 2005 წელს ხელდასხმული იქნა ეპისკოპოსად. მიტროპოლიტ ევგენის დასრულებული აქვს ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თესალონიკის არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტი. მეუფე ევგენი არის თეოლოგიის მაგისტრი. მწყემსმთავრის არჩევნებში მიტროპოლიტმა ევგენიმ მეორე კანდიდატ მიტროპოლიტ ამფილოქესთან მიმართებაში ორი ხმის სხვაობით გაიმარჯვა....
11 Ιανουαρίου, 2022 - 17:44
Τελευταία ενημέρωση: 11/01/2022 - 18:00

კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად არჩეულია მიტროპოლიტი ევგენი

Διαδώστε:
კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად არჩეულია მიტროპოლიტი ევგენი

მსოფლიო საპატრიარქოს კრეტის ნახევრად ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად – სრულიად კრეტის მთავარეპისკოპოსად არჩეულია რეთიმნელი მიტროპოლიტი ევგენი.

ის დაიბადა 1968 წელს. 2005 წელს ხელდასხმული იქნა ეპისკოპოსად.

მიტროპოლიტ ევგენის დასრულებული აქვს ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თესალონიკის არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტი. მეუფე ევგენი არის თეოლოგიის მაგისტრი.

მწყემსმთავრის არჩევნებში მიტროპოლიტმა ევგენიმ მეორე კანდიდატ მიტროპოლიტ ამფილოქესთან მიმართებაში ორი ხმის სხვაობით გაიმარჯვა.

უახლოეს ხანებში გაიმართება მიტროპოლიტ ევგენის ინტრონიზაცია სრულიად კრეტის მთავარეპისკოპოსად.

შეგახსენებთ, რომ სრულიად კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი კრეტის ეკლესიის წმიდა სინოდმა 2021 წლის დეკემბერში გადააყენა სამედიცინო დასკვნით დადასტურებული დასნეულებული მდგომარეობის საფუძველზე და უწოდა მას სრულიად კრეტის ემერიტუსი (საპატიო) მთავარეპისკოპოსი. კრეტის სამთავარეპისკოპოსო კათედრის მოსაყდრედ ახალი მეთაურის არჩევამდე დადგინდა ლამბის მიტროპოლიტი ირინეოსი, რომელიც მწყემსმთავრის არჩევნებში კანდიდატადაც არ დასახელდა.

wenews.ge

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων