კრეტის ეკლესიის სინოდმა ეკლესიის მეთაური, მთავარეპისკოპოსი ირინეოსი გადააყენა
კრეტის ნახევრადავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის (მსოფლიო საპატრიარქო) წმიდა სინოდმა კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი გადააყენა.
კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, თუ კრეტის ეკლესიის მეთაური უძლურადაა და მართვის სადავეებს ვერ უძღვება, წმიდა სინოდი უფლებამოსილია, რომ ეკლესიის მეთაური გადააყენოს.
გასულ თვეში კრეტის ეკლესიის წმიდა სინოდმა შექმნა ოფიციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებული გახლდათ მედიკოსებით. კომისიამ გამოიკვლია კრეტის მთავარეპისკოპოს ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაასკნა, რომ მთავარეპისკოპოსი ირინეოსი ნამდვილად ვეღარ შეძლებს დაკისრებული მოვალეობის აქტიურად და სათანადოდ შესრულებას.
კრეტის ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი დათანხმდა.
კრეტის ნახევრადავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესია ახალი მეთაურის, კრეტის მთავარეპისკოპოსის არჩევის მოლოდინის რეჟიმშია.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










