კრეტის ეკლესია თავის მეთაურს, მთავარეპისკოპოს ირინეოსს გადააყენებს
კრეტის ნახევრადავტონომიური ეკლესია (მსოფლიო საპატრიარქო) თავის მეთაურს, კრეტის მთავარეპისკოპოს ირინეოსს 2021 წლის ბოლომდე გადააყენებს.
კრეტის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, ვინაიდან მთავარეპისკოპოსი ირინეოსი ღრმად მხცოვანია (86 წლის) და ის აქტიურად ვეღარ აღასრულებს მწყემსმთავრულ მოვალეობას, მღვდელმთავართა კრებული ვალდებულია, ასეთ დროს იხელმძღვანელოს კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც ითვალისწინებს მღვდელმთავრის კათედრიდან გადაყენებას.
კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების 39-ე მუხლის თანახმად:
,,39.1. მღვდელმთავარი ხანგრძლივი ავადმყოფობის ან სიბერის გამო, როდესაც არ შეუძლია თავისი სამოძღვრო მოვალეობების შესრულება, როგორც ამას წმინდა კანონები და სახელმწიფოს კანონები განსაზღვრავენ, წმინდა სინოდს წარუდგენს წერილობით განცხადებას გადადგომის შესახებ, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს წმინდა სინოდი. 39.2. კრეტის წმინდა სინოდს თავადაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, ავადმყოფობისა და სიბერის გამო, იერარქის მღვდელმთავრის მოვალეობისგან გათავისუფლების შესახებ, მას შემდეგ, რაც სამი ექიმი პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს ამის შესახებ ფიცით განმტკიცებულ ჩვენებას მისცემს”.
სამ მედიკოსით დაკომპლექტებულმა ექიმთა კოლეგიამ უკვე მიმართა სასამართლოს.
გადაწყვეტილებას საბოლოოდ მსოფლიო საპატრიარქო დაამტკიცებს.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










