კრეტის ეკლესია ახალი მეთაურის გამორჩევისთვის მზადებას იწყებს. კრეტის ეპარქიული კრება, რომელიც 8 მიტროპოლიტისგან შედგება, 2021 წლის 28 დეკემბერს 3 კანდიდატს დაასახელებს. 2022 წლის 11 იანვარს კი მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდი კრეტის ეკლესიის ეპარქიული კრების მიერ შეთავაზებული 3 კანდიდატიდან ერთს ახალ მეთაურად გამოირჩევს.
კრეტის ეკლესიის მღვდელმთავრები არიან:
1. ლამბის, სივრიტისა და სფაკიის მიტროპოლიტი ირინეოსი (მოსაყდრე)
2. ღორტინისა და არკადიის მიტროპოლიტი მაკარი
3. არკალოხორის, კასტელონისა და ვიანის მიტროპოლიტი ანდრია
4. რეთიმნისა და ავტოპოტამის მიტროპოლიტი ევგენ
5. კისამისა და სელინის მიტროპოლიტი ამფილოქე
6. კიდონიისა და აპოკორონის მიტროპოლიტი დამასკინოსი
7. პეტრასა და ხერსონისის მიტროპოლიტი გერასიმე
8. იერაპიტნისა და სიტიის მიტროპოლიტი კირილე
