2021 წლის 8 დეკემბერს, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხალკიდოს ეპარქიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ვერნეზუ) 46 წლის ასაკში კორონავირუსული ინფექციის გართულებით ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.
უფალმა შეიწყალოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი ნიკოლოზი.
