18 Νοεμβρίου, 2021

თორმეტი წელი სერბეთის პატრიარქ პავლეს გარდაცვალებიდან

Διαδώστε:

2021 წლის 15 ნოემბერს სრულიად სერბეთის ნეტარხსენებული პატრიარქის უწმიდესი პავლეს გარდაცვალების მეთორმეტე წლისთავზე, უწმიდესმა სრულიად სერბეთის პატრიარქმა პორფირემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა რაკოვიცას მონასტერში, სადაც დაკრძალულია პატრიარქი პავლე.

საღმრთო ლიტურგიის განსრულების შემდეგ უწმიდესმა პატრიარქმა პორფირემ პანაშვიდი აღასრულა უწმიდესი პატრიარქის პავლეს საფლავთან.

ღმრთისმსახურების დასასრულს პატრიარქმა პორფირემ წარმოთქვა სიტყვა და დასძინა, რომ პატრიარქი პავლე იყო, არის და იქნება “საუკუნის პატრიარქი”, რომლის მსგავსნი საუკუნეში ერთხელ იბადებიან.

უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უწმიდეს სრულიად სერბეთის პატრიარქ პავლეს უკვდავ სულს. ამინ.

 

wenews.ge

 

Διαδώστε: