ელადის (საბერძნეთი) ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ეტოლიის მიტროპოლიტი კოზმა კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
მიტროპოლიტი კოზმა მისდამი რწმუნებულ ეპარქიაში არ ასრულებდა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებას, რომელიც მრევლს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მიტროპოლიტი კოზმა თვლის, რომ ვაქცინაცია ფაშიზმია.
უფლისმიერ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ მიტროპოლიტ კოზმას.
