07 Δεκεμβρίου, 2021

დიდება უფალს ყველაფრისთვის – კრეტის მთავარეპისკოპოსის რეაქცია მისი გადაყენების შემდეგ

Διαδώστε:

როგორც ცნობილია კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი მძიმე სნეულებით არის დაავადებული. კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ირინეოსის თანხმობით მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს მსოფლიო საპატრიარქოს, რათა მოხდეს ახალი მეთაურის არჩევა.

მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდმა გადაწყვიტა დააკმაყოფილოს კრეტის ეკლესიის წმიდა სინოდის თხოვნა და კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი პენსიონერი მღვდელმთავრების დასში გადაიყვანა, ხოლო კრეტის სამთავარეპისკოპოსო კათედრა დაქვრივებულად გამოაცხადა.

მთავარეპისკოპოს ირინეოსს განესაზღვა ტიტული – კრეტის ემერიტუსი (საპატიო) მთავარეპისკოპოსი.

მას შემდეგ, რაც მთავარეპისკოპოს ირინეოსს შეატყობინეს წმიდა სინოდის გადაწყვეტილება მისი გადაყენების თაობაზე, მანპირჯვარი გამოისახა და განაცხადა: ,,დიდება უფალს ყველაფრისთვის”.

შეგახსენებთ, რომ მთავარეპისკოპოსი ირინეოსი 88 წლისაა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

უფალმა მშვიდობა, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მიანიჭოს მთავარეპისკოპოს ირინეოსს.

wenews.ge

Διαδώστε: