23 ნოემბერს (ახ.სტ.) საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდისა დიდებულისა, დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგისა (ბორბალზე წამების დღეს).
გიორგობის დღევანდელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან ის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ არის დადგენილი.
დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგიას აღავლენს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, წმიდა სინოდის წევრებსა და სამღვდელო დასსთან ერთად.
“მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ულოცავს წმიდა დიდმოწამე გიორგის დღესასწაულს სრულიად საქართველოსა და ყოველ მართლმადიდებელ ქრისტეანს.
პირდაპირი ეთერი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძრიდან (უზრუნველყოფს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი)
