საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თეოლოგიის დოქტორმა, ფილოსოფიის დოქტორმა, მესინიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა ნაწილში არსებულ ფანატიზმზე ისაუბრა.
“გარკვეული სასულიერო პირები, რომლებიც დღე და ღამე სიბნელესა და შხამს ქადაგებენ ამბიონიებიდან, მიქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ჩვენს წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიაში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებია… ხშირად ჩემს თავს ვეკითხები: “ჩვენი კლიროსი (სამღვდელოება) წიგნებს არ კითხულობს?! კი, მაგრამ არც გაზეთებს?! საერთოდ სად ისწავლეს?! რა სპეციალობისანი არიან? რა ნიშნებზე დაამთავრეს სკოლები?!… წიგნი გადაშალეთ, წიგნი!”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა.
