უნეტარესმა სრულიად რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა, რომელიც ასევე არის ბუქარესტის მთავარეპისკოპოსი, თავისი ეპარქიის ტაძრებს ახალი ოდიკები გადასცა.
ოდიკი არის ლიტურგიკული მოხმარების საგანი, რომელზეც აღესრულება საღმრთო ლიტურგია. მასში ჩაბრძანებულია ქრისტიანი მოწამის წმიდა ნაწილი. ოდიკი დაბრძანებულია საკურთხეველში წმიდა ტრაპეზზე და მასზე დატანილია მაკურთხეველი მღვდელმთავრის ხელმოწერა.
