ბენილუქსის მართლმადიდებელ მღვდელმთავართა კრება Online გაიმართა
ბენილუქსის ქვეყნების მართლმადიდებელ მღვდელმთავართა საშემოდგომო კრება ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
კრებას თავმჯდომარეობდა მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავარი, ბელგიის მიტროპოლიტი ათინაგორა.
კრებაში სხვა ადგილობრივ ეკლესიათა მღვდელმთავრებთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს საპატრიარქოს მღვდელმთავარი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი.
კრებამ განაჩინა:
“კორონავირუსული ინფექციის საგანგაშო გავრცელების პირობებში მედიცინის ამჟამინდელი მონაცემების გათვალისწინება გვიჩვენებს, რომ ჯერჯერობით ვაქცინაცია, სხვა დამცავი ზომების პარალელურად, ყველაზე ეფექტური საშუალებაა დაავადების გადაცემის შესამცირებლად. კრება ყველა მორწმუნეს მოუწოდებს აცრისაკენ”.
კრეტის დიდი და წმიდა კრების განჩინების თანახმად ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა საზღვრებს გარეთ წარგზავნილი მღვდელმთავრების კრებას ხელმძღვანელობს მსოფლიო საპატრიარქოს ადგილობრივი მღვდელმთავარი.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










