21 Δεκεμβρίου, 2021

არგენტინის ეპარქიის მმართველი ანტიოქიის საპატრიარქოს იერარქს შეხვდა

Διαδώστε:

2021 წლის 15 დეკემბერს გაიმართა არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოს ლეონიდეს შეხვედრა ბუენოს-აირესისა და სრულიად არგენტინის მიტროპოლოტ იაკობთან (ანტიოქიის საპატრიარქო).

მეუფე ლეონიდეს თანხლებით მიტროპოლიტი იაკობი კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარს ეწვია და მლოცველები დალოცა.

შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არგენტინის ეპარქიის ეპარქიალური მმართველობის შენობაში იერარქთა ძმური შეხვედრა შედგა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეპარქიის მდივანმა − მღვდელმა ნიკოლოზ ბარიონუევომ და დეკანოზმა სერგი იურინმა.

mospat.ru

Διαδώστε: