მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი კორონავირუსით დაინფიცირდა ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურმა, ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა ანასტასიოსი მსოფლიო პატრიარქს გამამხნევებელი განცხადება გააკეთა.
განცხადებაში მისი უნეტარესობა ანასტასიოსი აღნიშნავს: “ქრისტესშობის დღესასწაულის წინა დღით ძალზედ სამწუხარო ინფორმაცია შევიტყვეთ, რომ ჩვენი საყვარელი მსოფლიო პატრიარქი უფალთა უფალი ბართლომეოსი კორონავირუსით დაინფიცირდა. მთელი გულით ვუსურვებთ მომავალმა მხსნელმა მისცეს სრული ჯანმრთელობა”.
