18/04/2019 18/04/2019 ა.წ. 17 აპრილს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ბ-ნ იური ნოზაძეს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსს, ბ-ნ კარლო ამირგულაშვილს, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილეს, ქ-ნ ნათია იორდანიშვილს და მათ თანმხლებ პირებს შეხვდა. საუბარი შეეხო ტყის კოდექსის ახალ ვერსიას, რომლის შემუშავებაც...
18 Απριλίου, 2019 - 18:46
Τελευταία ενημέρωση: 18/04/2019 - 18:52

ტყის კოდექსის განხილვა საქართველოს საპატრიარქოში

Διαδώστε:
ტყის კოდექსის განხილვა საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 17 აპრილს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ბ-ნ იური ნოზაძეს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსს, ბ-ნ კარლო ამირგულაშვილს, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილეს, ქ-ნ ნათია იორდანიშვილს და მათ თანმხლებ პირებს შეხვდა.

საუბარი შეეხო ტყის კოდექსის ახალ ვერსიას, რომლის შემუშავებაც რამდენიმე წელია მიმდინარეობს. როგორც ბ-ნმა კარლომ აღნიშნა, კოდექსზე მუშაობის პროცესში სხვადასხვა სტრუქტურებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან არაერთი შეხვედრა ჩატარდა და დღევანდელი შეხვედრაც ამ ფორმატის გაგრძელებაა.

ითქვა ისიც, რომ კანონპროექტი პრაქტიკულად დასრულებულია და იგი პარლამენტშია გადაგზავნილი.

 

— patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων