14/12/2021 14/12/2021 წმიდა მღვდელმოწამე, არქიმანდრიტ გრიგოლის (ფერაძე) 2021 წლის ხსენების დღესასწაულს პოლონეთში ორი ღონისძიება მიეძღვნა. პირველი ღონისძიება იყო გამოფენის გახსნა ხატთა მუზეუმში, ხოლო მეორე – კავკასიის მე-18 კონფერენციის გახსნა “გრიგოლ ფერაძე (2021 წლის 6-8 დეკემბერი)”, რომელიც გაიხსნა 2021 წლის 6 დეკემბერს საღამოს ვარშავის უნივერსიტეტში. კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე დაბადებიდან 75 წლის იუბილე მიულოცეს ვარშავის წმიდა გრიგოლ არქიმანდრიტის სახელობის...
14 Δεκεμβρίου, 2021 - 16:50

პოლონეთში წმ. გრიგოლ ფერაძის ხსენებას წელს ორი ღონისძიება მიეძღვნა, საქართველოში – არცერთი

Διαδώστε:
პოლონეთში წმ. გრიგოლ ფერაძის ხსენებას წელს ორი ღონისძიება მიეძღვნა, საქართველოში – არცერთი

წმიდა მღვდელმოწამე, არქიმანდრიტ გრიგოლის (ფერაძე) 2021 წლის ხსენების დღესასწაულს პოლონეთში ორი ღონისძიება მიეძღვნა.

პირველი ღონისძიება იყო გამოფენის გახსნა ხატთა მუზეუმში, ხოლო მეორე – კავკასიის მე-18 კონფერენციის გახსნა “გრიგოლ ფერაძე (2021 წლის 6-8 დეკემბერი)”, რომელიც გაიხსნა 2021 წლის 6 დეკემბერს საღამოს ვარშავის უნივერსიტეტში.

კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე დაბადებიდან 75 წლის იუბილე მიულოცეს ვარშავის წმიდა გრიგოლ არქიმანდრიტის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისა მკვლევარს, დეკანოზ ჰენრიკ პაპროცკის. აღნიშნულთან დაკავშირებით ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევამ მოამზადა პუბლიკაცია, რომელშიც წარმოდგენილია მამა ჰენრიკის პუბლიკაცია “შენ აღასრულე ქრისტეს მცნებანი, მოწამეო გრიგოლ”.

საქართველოში 2021 წელს წმიდა გრიგოლ ფერაძის ხსენებას არცერთი ღონისძიება მიეძღვნა.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων