რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიაში ეპისკოპოსი აკურთხეს
2021 წლის 10 დეკემბერს, კურსკი-კორენის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულზე, მოსკოვის საპატრიარქოს რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის ნიუ-იორკის საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგიისას აღესრულა არქიმანდრიტ იობის (ბანდმანნი) ქიროტონია ეპისკოპოსად. მეუფე იობი დადგინდა შტუტგარტის ეპისკოპოსად, ბერლინისა და გერმანიის ეპარქიის ქორეპისკოპოსად.
საეპისკოპოსო ქიროტონია შეასრულეს: რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის პირველიერარქმა, ჩრდილოეთ ამერიკისა და ნიუ-იორკის მიტროპოლიტმა ილარიონმა; ბერლინისა და გერმანიის მიტროპოლიტმა მარკოზმა; ლონდონისა და დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსმა ირინეოსმა; ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ქორეპისკოპოსმა, მანჰეტენის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა.
ქიროტონიის შემდეგ რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის პირველიერარქმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა სიტყვით მიმართა შტუტგარტის ეპისკოპოს იობს და გადასცა მას სამღვდელმთავრო კვერთხი.
წირვის შემდეგ მოეწყო სადღესასწაულო ბანკეტი.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










