08/12/2021 08/12/2021 2021 წლის 7 დეკემბერს, გამთენიისას, კორონავირუსული ინფექციის გართულების შედეგად, 68 წლის ასაკში ღვთივმიიცვალა ფოთისა და ხობის ეპარქიის ქიროტონიითა და ასაკით უპირატესი მღვდელმსახური, ქ. ფოთის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ფოთისა და ხობის ეპარქიის ოფიციალურმა ფეისბუქგვერდმა გაავრცელა. დეკანოზი თეიმურაზი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით ერთ-ერთი უხუცესი სასულიერო პირი...
08 Δεκεμβρίου, 2021 - 17:28
Τελευταία ενημέρωση: 08/12/2021 - 18:17

კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი

Διαδώστε:
კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი

2021 წლის 7 დეკემბერს, გამთენიისას, კორონავირუსული ინფექციის გართულების შედეგად, 68 წლის ასაკში ღვთივმიიცვალა ფოთისა და ხობის ეპარქიის ქიროტონიითა და ასაკით უპირატესი მღვდელმსახური, ქ. ფოთის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ფოთისა და ხობის ეპარქიის ოფიციალურმა ფეისბუქგვერდმა გაავრცელა.

დეკანოზი თეიმურაზი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით ერთ-ერთი უხუცესი სასულიერო პირი გახლდათ. მას 1978 წელს დაასხეს ხელი დიაკვნად, ხოლო მღვდლად – 1979 წელს. 1980 წელს ის დადგინდა ფოთის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. დეკანოზი თეიმურაზი დაჯილდოებული გახლდათ მიტრისა და ორი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

უფალმა შეიწყალოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

“მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” მწუხარებას გამოთქვამს დეკანოზ თეიმურაზ გოგიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ფოთისა და ხობის ეპარქიას, მის მმართველ მღვდელმთავარს, მიტროპოლიტ გრიგოლს, მამა თეიმურაზის ოჯახსა და მრევლს.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων