იერუსალიმის საპატრიარქო თავის მრევლს ნებას რთავს შობა 25 დეკემბერსაც აღნიშნონ
2021 წლის 27 ნოემბერს მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ წმიდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ საშობაო ენციკლიკა ბერძნულ და არაბულ ენებზე გამოსცა.
ენციკლიკაში უნეტარესი პატრიარქი თეოფილე სასულიერო პირებს მოუწოდებს იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი ) სტილით 25 დეკემბერს ტაძრებში წმიდა სპირიდონ საკვირველთმოქმედის, ტრიმითუნტელი ეპისკოპოსის მსახურებასთან ერთად, საშობაო კატავასიები და სხვადასხვა საგალობელი იგალობონ. საშობაო საღმრთო ლიტურგიას კი ჩვეულებრივ ახალი სტილით 7 იანვარს აღასრულებენ.
პატრიარქის ენციკლიკაში აღნიშნულია, რომ იერუსალიმის საპატრიარქოს მრევლს, რომელიც ახალ სტილს მიჰყვება, ნება ეძლევა 25 დეკემბერს იზეიმონ შობა და ტაძრებში მოაწყონ შესაბამისი საშობაო ღონისძიებები, რომლებსაც უფრო მეტად სოციალური ხასიათი ექნება.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










