07/12/2021 07/12/2021 როგორც ცნობილია კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი მძიმე სნეულებით არის დაავადებული. კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ირინეოსის თანხმობით მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს მსოფლიო საპატრიარქოს, რათა მოხდეს ახალი მეთაურის არჩევა. მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდმა გადაწყვიტა დააკმაყოფილოს კრეტის ეკლესიის წმიდა სინოდის თხოვნა და კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი პენსიონერი მღვდელმთავრების დასში გადაიყვანა, ხოლო კრეტის სამთავარეპისკოპოსო კათედრა დაქვრივებულად გამოაცხადა. მთავარეპისკოპოს ირინეოსს განესაზღვა...
07 Δεκεμβρίου, 2021 - 17:53

დიდება უფალს ყველაფრისთვის – კრეტის მთავარეპისკოპოსის რეაქცია მისი გადაყენების შემდეგ

Διαδώστε:
დიდება უფალს ყველაფრისთვის – კრეტის მთავარეპისკოპოსის რეაქცია მისი გადაყენების შემდეგ

როგორც ცნობილია კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი მძიმე სნეულებით არის დაავადებული. კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ირინეოსის თანხმობით მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს მსოფლიო საპატრიარქოს, რათა მოხდეს ახალი მეთაურის არჩევა.

მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდმა გადაწყვიტა დააკმაყოფილოს კრეტის ეკლესიის წმიდა სინოდის თხოვნა და კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი პენსიონერი მღვდელმთავრების დასში გადაიყვანა, ხოლო კრეტის სამთავარეპისკოპოსო კათედრა დაქვრივებულად გამოაცხადა.

მთავარეპისკოპოს ირინეოსს განესაზღვა ტიტული – კრეტის ემერიტუსი (საპატიო) მთავარეპისკოპოსი.

მას შემდეგ, რაც მთავარეპისკოპოს ირინეოსს შეატყობინეს წმიდა სინოდის გადაწყვეტილება მისი გადაყენების თაობაზე, მანპირჯვარი გამოისახა და განაცხადა: ,,დიდება უფალს ყველაფრისთვის”.

შეგახსენებთ, რომ მთავარეპისკოპოსი ირინეოსი 88 წლისაა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

უფალმა მშვიდობა, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მიანიჭოს მთავარეპისკოპოს ირინეოსს.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων