25/11/2021 25/11/2021 კვირა დღე. ტრადიციულ მართმადიდებლურ ქვეყნებში (და ყველგან სადაც მოქმედი კანონმდებლობა ამას არ კრძალავს) ტაძრის ზარები სადღესასწაულოდ მოუწოდებენ მორწმუნეებს შეიკრიბნონ ერთ ოჯახში-ღვთის ოჯახში-მათი მამის წმინდა სახლში. ყველა მიდის ღვთის ტაძარში მნიშვნელოვან შეხვედრაზე. გულები, ჩვენი შეცდომებისა და ცოდვითი დაცემების გამო უფლის მიერ გაღებული მოწყალებით განცვიფრებულები, მზად არიან მოუტევონ ძმებსა და დებს, რომლებმაც ისინი გაანაწყენეს. რადგან მათ იციან,...
25 Νοεμβρίου, 2021 - 15:53

პისიდიის მიტროპოლიტი სოტირიოსი – საღვთო ლიტურღიის პირველი ნაწილი: ღვთის სიტყვის მოქმედების წმინდა ძალა

Διαδώστε:
პისიდიის მიტროპოლიტი სოტირიოსი – საღვთო ლიტურღიის პირველი ნაწილი: ღვთის სიტყვის მოქმედების წმინდა ძალა

კვირა დღე. ტრადიციულ მართმადიდებლურ ქვეყნებში (და ყველგან სადაც მოქმედი კანონმდებლობა ამას არ კრძალავს) ტაძრის ზარები სადღესასწაულოდ მოუწოდებენ მორწმუნეებს შეიკრიბნონ ერთ ოჯახში-ღვთის ოჯახში-მათი მამის წმინდა სახლში. ყველა მიდის ღვთის ტაძარში მნიშვნელოვან შეხვედრაზე. გულები, ჩვენი შეცდომებისა და ცოდვითი დაცემების გამო უფლის მიერ გაღებული მოწყალებით განცვიფრებულები, მზად არიან მოუტევონ ძმებსა და დებს, რომლებმაც ისინი გაანაწყენეს. რადგან მათ იციან, რომ თუ ერთმანეთს არ მიუტევებენ, მაშინ არც მათ მიუტევებთ ღმერთი.
აგრეთვე მღვდლებმაც და დიაკვნებმაც სპეციალური მოკლე ლოცვებით მოამზადეს თავიანთი სულები რათა ღირსნი იყვნენ განკითხვის გარეშე ემსახურონ საღვთო ევქარისტიის საიდუმლოს, ითხოვეს და მიიღეს გარშემო მყოფთაგან პატიება. მღვდლები და დიაკვნები თავიანთი ეკლესიური ტიტულის შესაბამისად შემოსილები, ემზადებიან საღვთო ლიტურღიის ჩასატარებლად.
აქ უნდა შეგახსენოთ:
ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიებში ხშირად ტარდება საღვთო ლიტურღია, რომელიც ატარებს წმინდა იოანე ოქროპირის სახელს, კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსის. მხოლოდ ათი დღის განმავლობაში შეიძლება ჩატარდეს ბასილი დიდის საღვთო ლიტურღია, კაბატოკიის კესარიის არქიეპისკოპოსის. ეს ლიტურღიები ძალიან რთულია თავიანთი სტრუქტურით, განსხვავდებდებიან მხოლოდ მნიშვნელობითა და ხანგრძლივობით ამაღლების (ან ანაფორის) ლოცვებით და ზოგიერთი სხვა ლოცვებით, რომლიც საკმაოდ ხანგრძლივია ბასილი დიდის ლიტურღიაში მათი ლოცვების აზრი არ განსხვავდება.
მთელი საღვთო ლიტურღიის განმავლობაში ჩვენ, ეკლესიაში მყოფი მორწმუნეები, ვგრძნობთ და განვიცდით ყველაფერს თითქოს ეს ხდება დღეს-ყველაფერს, რაც ღვთის სიყვარულით ხდებოდა ადამიანის საკეთილდღეოდ და ხსნისათვის. ამაღლების დიდი ლოცვის დროს მოჰყავთ აგრეთვე დეტალები-ადამიანის შექმნის, სამოთხეში ცხოვრების, გველის სახით სატანის მიერ. შეცდენის, სამოთხის დაკარგვის, წინასწარმეტყველთა მიერ ხალხის გაძღოლის, ანგელოზების შუამდგომლობის, სასწაულების, რომლითაც ღმერთი თავის ხალხს იხსნიდა ისეთი დიდი გამოცდილების დროს, როგორიცაა შიმშილი, წყურვილი, ავადმყოფობა, ომები, მძიმე მდგომარეობები და ბოლოს, დედამიწაზე მხსნელი ქრისტეს მოსვლისა, მისი სახარების ჭეშმარიტების გამოცხადების, მისი გოლგოთაზე მსხვერპლად შეწირვისა, სამ დღიანი დამარხვისა, ჯოჯოხეთში ჩასვლისა სატანის ტირანიისაგან სულების გადასარჩენად, დიდებული აღდგომისა და მთელი დიდებით ზეცად ამაღლებისა.
და მეტად საკვირველია ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვიხსენებთ ყველაფერს ამას, რათა მადლიერება გამოვხატოთ ღმერთის წინაშე, არამედ ლიტურღიული დროის საშუალებით ყველა ეს მხსნელი მოვლენები ლქგდება საღვთო ლიტურღიაში და ჩვენ, აქ და ახლა განვიცდით კეთილგანწყობის შედეგებს. ჩვენს თვალწინ ქრისტეს მთელი ცხოვრება გადის, როგორც წერენ ამის შესახებ ჩვენი ღვთივმიმადლებული მამები. სახასიათოა აგრეთვე მომავალი მეუფების ყოფნის განცდა, ,,შენ, უფალო… მოგვიყვანე არარაობიდან ყოფურებაში, ხოლო როცა ვეცემოდით, კვლავ წამოგვაყენე და ყველაფერს აკეთებდი (აუცილებელს), სანამ არ აგვიყვანე ზეცად და გვიბოძე სამომავლოდ ზეციური სასუფეველი” (წმ. იოანე ოქროპირის ანაფორის ლოცვა). მადლიერების შემდეგ ჩვენ ვბედავთ ვთხოვოთ ნათელის მამას, რომ მოგვივლინოს მხსნელი წმ. სული, რათა მქნ აკურთხოს ძის მოსვლა. და მხსელი ევლინება და ,,სასწაულს სასწაულთაგან” ჩადის: გვიბოძებს ქრისტეს პურისა და ღვინის სახით, რათა შეგვეძლოს ადვილად შევერწყათ მას. ანუ სრულდება საიდუმლო, ღვთის ძის ,,სული წმინდისგან და მარიამ ქალწულისაგან” ადამიანად მოვლენის საიდუმლოს მსგავსად!
მაშასადამე, ვეცადოთ დღევანდელი დღიდან, ღვთის მიერ განათებული გონებითა და ჩვენი წმინდა მამების ხელმძღვანელობით, ამ ქადაგების სერიაში ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ხდება საღვთო ლიტურღიის დროს.
საღვთო ლიტურღიის მიმდინარეობა შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან. პირველი, რომელსაც ჰქვია წმინდა ქმედება ღვთის სიტყვისა (ანუ ჩვენი უფალი იესო ქრისტესი), და მეორე, როდესაც სრულდება ევქარისტიის საიდუმლო.
პირველი ნაწილი იწყება მღვდლის ასამაღლებლით: ,,კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და სულისა წმინდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე” ამავდროულად მღვდელი, რომელმაც შეასრულა სამი თავის მოდრეკა წმინდა ტრაპეზის მიმართ და ემთხვევა სახარებას, ასწევს მას ორივე ხელით, გამოსახავს ჯვარს ტრაპეზის მიმართ, რათა ყველას შეეძლოს თვალყურის დევნა. ყველა მორწმუნე ამ დროს თქყვანს სცემს წმინდა სახარებას, კრძალვით გამოისახავს პირჯვარს და პასუხობს ,,ამინ”.
საღვთო ლიტურღიის პირველ ნქწილში შედის:
– სამშვიდობო ლიტანია
– ანტიფონები
– მცირე გქმოსვლა სახარებით
– სამწმინდა გალობა
– წმინდა წერილის წაკითხვა
– ქადაგება
– გაძლიერებული ლიტანია
– ვედრება და ლოცვა კათაკმეველთათვის
ამ თემების განხილვას, ღვთის შეწევნით, ჩვენ დავიწყებთ შემდეგი კვირიდან.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων